Monday, April 23, 2012

თურქეთი ლიბიაზე

თურქეთსაქართველოს პოლიტიკა

სარესტავრაციო სამუშაოები თურქეთში

თურქეთი








თურქეთის პოლიტიკა

თურქეთი საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. 1923 წელს რესპუბლიკად დაარსების შემდეგ თურქეთში სეკულარიზმის ძლიერი ტრადიცია განვითარდა.[9] თურქეთის კონსტიტუცია მართავს ქვეყნის იურიდიულ საკითხებს. მასში ასევე განსაზღვრულია მთავრობის ძირითადი პრინციპები და თურქეთს აყალიბებს, როგორც უნიტარულ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს.
სახელმწიფოს მეთაურია რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც მეტწილად ცერემონიული როლი აკისრია. პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლით, პირდაპირი არჩევნებით. ბოლო პრეზიდენტი, აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი, 2000 წლის 16 მაისს აირჩიეს. მანამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი იყო. 2007 წლის 28 აგვისტოს ის შეცვალა აბდულა გიულიმ.[10] აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიაპრემიერ-მინისტრი და მინისტრთა საბჭო, რომლებიც ერთად მთავრობას ქმნიან. საკანონმდებლო ხელისუფლებას ერთპალატიანი პარლამენტი, თურქეთის დიდი ნაციონალური ასამბლეა წარმოადგენს. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისგან, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის თურქეთის რესპუბლიკის ლეგალურ სისტემასთან მორჩილებას განაგებს. თურქეთის სახელმწიფო საბჭო ადმინისტრაციული საქმეების უკიდურესი შემთხვევების განხილვის ტრიბუნალია, ხოლო სააპელაციო უმაღლესი სასამართლო კი ყველაფერი დანარჩენის.[11]პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი მისი მთავრობის მხარდაჭერით და, როგორც წესი, მმართველი პარტიის მეთაურია. მიმდინარე პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანისტამბოლის ყოფილი მერი, ხელისუფლებაში მისი პარტიის, კონსერვატიული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) 2002 წლის საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობის მიღების შედეგად მოვიდა. ამ არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 34%-მა მიიღო მონაწილეობა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე.[12][13] 2007 წლის ზოგად არჩევნებში AKP-ამ ხმების 46,6% მიიღო, რითაც მანდატების უმრავლესობა შეინარჩუნა.[14]პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პარლამენტის წევრობა სავალდებულო არ არის, თუმცა უმეტესწილად ეს ასეა (ერთი გამონაკლისი იყო ქემალ დევრიში, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკის სფეროში 2001 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ;[15] ამჟამად ის გაეროს განვითარების პროგრამის პრეზიდენტია).[16]
საყოველთაო საარჩევნო უფლებები ორივე სქესის მოსახლეობისთვის ქვეყანაში 1933 წელს შემოიღეს, და ყოველი თურქეთის მოქალაქე, რომელიც 18 წლის ხდება, ავტომატურად იღებს ამ უფლებას. 2004 წლისთვის ქვეყანაში სულ 50 რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია იყო, რომელთა იდეოლოგია მერყეობს ულტრა მემარცხენეობიდან ულტრა მემარჯვენეობამდე.[17] კონსტიტუციურ სასამართლოს შეუძლია მოუხსნას რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს პარტია ანტისეკულარული ან სეპარატისტულია, ან საერთოდ აკრძალოს იგი.[18][19]
პარლამენტში 550 დეპუტატია, რომელთაც ოთხწლიანი მანდატით ირჩევენ პარტიული პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით 85 საარჩევნო ოლქიდან, რომლებიც 81 ადმინისტრაციულ პროვინციას წარმოადგენენ (სტამბოლი სამ საარჩევნო უბნად იყოფა, ხოლო ანკარა და იზმირი ორ-ორად მჭიდრო დასახლების გამო). პარლამენტში გადაჭარბებული პოლიტიკური ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად დაწესებულია 10%-იანი საარჩევნო ბარიერი (მხოლოდ ის პარტიები იღებენ საპარლამენტო მანდატს, რომლებიც საყოველთაო არჩევნებში საერთო ხმების მინიმუმ 10%-ს იღებენ).[17] ამ მინიმუმის გამო 2007 წლის არჩევნებში პარლამენტში სამი პარტია მოხვდა.[20][21] მიუხედავად ამისა, ალიანსებისა და დამოუკიდებელ კანდიდატთა სისტემის წყალობით, პარლამენტი ამჟამად წარმოდგენილია შვიდი პარტიით. კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ, თუმცა დეპუტატობის მისაღებად 10%-იანი ბარიერი მათაც უნდა გადალახონ.[17]

თურქეთის ბიბლიოგრაფია

თურქეთი და მისი გეოგრაფია

თურქეთი ტრანსკონტინენტური ევრაზიული ქვეყანაა.[1] აზიური თურქეთი მეტწილად ანატოლიაში მდებარეობს და ქვეყნის 97%-ს შეადგენს. ევროპული ნაწილისგან მას ბოსფორიმარმარილოს ზღვა და დარდანელი ჰყოფს. ევროპული თურქეთი აღმოსავლეთ თრაკეზე ან რუმელიაში მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთისაბერძნეთისირიაერაყიირანიაზერბაიჯანისომხეთისაქართველო.[2]
თურქეთის ტერიტორიის სიგრძე 1600 კმ-ს, ხოლო სიგანე 800 კმ-ს აღემატება და მას მართკუთხედის მსგავსი ფორმა აქვს.[3] თურქეთის ფართობი, ტბების ჩათვლით, მოიცავს 783,562[4] კვ. კმ-ს, რომლის 755,688 კვ. კმ აზიაში, ხოლო 23,764 კვ. კმ. ევროპაშია.[3] შესაბამისად, ფართობის მიხედვით თურქეთი სიდიდით 37-ე ქვეყანაა მსოფლიოში, და დაახლოებით კონტინენტური საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ტოლია ერთად. თურქეთს სამი მხრიდან ზღვა აკრავს: ეგეოსის ზღვა დასავლეთით, შავი ზღვა ჩრდილოეთით და ხმელთაშუა ზღვა სამხრეთით. მის საზღვრებშია ასევე მარმარილოს ზღვაჩრდილოდასავლეთით.[5]
ოლუდენიზის სანაპიროთურქეთის ლაჟვარდოვან ნაპირზე.
თურქეთის ევროპული ნაწილი ქმნის საზღვრებს საბერძნეთსა და ბულგარეთთან. ქვეყნის აზიური ნაწილი ძირითადად მაღალი ცენტრალური პლატოსგან შედგება ვიწრო სანაპირო დაბლობებით ქოროღლუსა და აღმოსავლეთ შავი ზღვის მთათა ქედებით ჩრდილოეთში და ტაურუსის მთებით სამხრეთით. აღმოსავლეთ თურქეთი უფრო მთაგორიანია. აქ იდებს სათავეს ევფრატიტიგროსი და არაქსი. აქ მდებარეობს ვანის ტბა და მთაარარატი, თურქეთის უმაღლესი მწვერვალით (5,165 მ).[5][6]
გეოგრაფიულად თურქეთი იყოფა შვიდ რეგიონად: მარმარაეგეოსიშავი ზღვაცენტრალური ანატოლიააღმოსავლეთი ანატოლია,სამხრეთაღმოსავლეთი ანატოლია და ხმელთაშუა ზღვის რეგიონი. უსწორმასწორო ჩრდილოეთ ანატოლიის ტოპოგრაფია შავი ზღვის გასწვრივ გრძელ, ვიწრო ქამარს ჰგავს. ეს რეგიონი თურქეთის მიწის დაახლოებით 1/6-ს შეადგენს. პლატო აღმოსავლეთისკენ სულ უფრო უსწორმასწორო ხდება.[5]
არარატი თურქეთის უმაღლესი პიკია 5.165 მეტრით
თურქეთის მრავალფეროვანი ტოპოგრაფია ათასობით წლების განმავლობაში დედამიწის ქერქის კომპლექსური მოძრაობის შედეგია. ეს რეგიონი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევების ზონაშია. ბოსფორისა და დარდანელის არსებობა დედამიწის ქერქში გეოლოგიური რღვევის შედეგია, რამაც შავი ზღვის წარმოშობა განაპირობა. მიწისძვრების არეალი გადის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით, რომელმაც 1999 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწისძვრა გამოიწვია (ეპიცენტრით იზმირში).[7]
ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ სანაპირო რეგიონს ზომიერი ხმელთაშუა კლიმატი ახასიათებს, ცხელი, მშრალი ზაფხულითა და ნესტიანი, გრილი ზამთრით. პირობები გაცილებით მკაცრია ქვეყნის შუაგულში. სანაპიროს გასწვრივ მთათა ქედები ხელს უშლის ხმელთაშუა ზღვის ჰავის გავრცელებას ქვეყნის შიგნით, რაც ანატოლიის პლატოს კონტინენტურ კლიმატს აძლევს მკაცრად კონტრასტული სეზონურობით. ზამთარი პლატოზე განსაკუთრებით მკაცრია. აღმოსავლეთ ნაწილში ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -30°C-ზე დაეცეს, ხოლო თოვლი მიწაზე შესაძლოა წელიწადში 120 დღე იდოს. დასავლეთ ნაწილში ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 1 °C. ზაფხული ცხელი და მშრალია, საშუალო ტემპერატურით 30 °C-ზე მაღლა დღისით. წლიური ნალექების რაოდენობა საშუალოდ 400 მილიმეტრს აღწევს. ფაქტიური რაოდენობა დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ყველაზე მშრალი რეგიონებია კონიასა და მალათიას გავაკება, სადაც წლიური ნალექების რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია. მაისი ზოგადად ყველაზე ნესტიანი თვეა, ივლისი და აგვისტო კი — ყველაზე მშრალი.[8]
  • ფართობი: 780.580 კმ²,
  • ბუნებაუმაღლესი მწვერვალი — დიდი არარატი 5.165 მ; მთავარი მდინარეები (კმ) — ყიზილ-ირმაქი 1.182, ევფრატი 960 (სულ 2.770); მთავარი ტბები (კვ.კმ) — ვანი 3.738, თუზი 1.700, ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძული — გოქჩეადა; კლიმატი — კონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.
  • ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.