Monday, April 23, 2012

თურქეთის პოლიტიკა

თურქეთი საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა. 1923 წელს რესპუბლიკად დაარსების შემდეგ თურქეთში სეკულარიზმის ძლიერი ტრადიცია განვითარდა.[9] თურქეთის კონსტიტუცია მართავს ქვეყნის იურიდიულ საკითხებს. მასში ასევე განსაზღვრულია მთავრობის ძირითადი პრინციპები და თურქეთს აყალიბებს, როგორც უნიტარულ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს.
სახელმწიფოს მეთაურია რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც მეტწილად ცერემონიული როლი აკისრია. პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლით, პირდაპირი არჩევნებით. ბოლო პრეზიდენტი, აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი, 2000 წლის 16 მაისს აირჩიეს. მანამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი იყო. 2007 წლის 28 აგვისტოს ის შეცვალა აბდულა გიულიმ.[10] აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიაპრემიერ-მინისტრი და მინისტრთა საბჭო, რომლებიც ერთად მთავრობას ქმნიან. საკანონმდებლო ხელისუფლებას ერთპალატიანი პარლამენტი, თურქეთის დიდი ნაციონალური ასამბლეა წარმოადგენს. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისგან, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის თურქეთის რესპუბლიკის ლეგალურ სისტემასთან მორჩილებას განაგებს. თურქეთის სახელმწიფო საბჭო ადმინისტრაციული საქმეების უკიდურესი შემთხვევების განხილვის ტრიბუნალია, ხოლო სააპელაციო უმაღლესი სასამართლო კი ყველაფერი დანარჩენის.[11]პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი მისი მთავრობის მხარდაჭერით და, როგორც წესი, მმართველი პარტიის მეთაურია. მიმდინარე პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანისტამბოლის ყოფილი მერი, ხელისუფლებაში მისი პარტიის, კონსერვატიული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) 2002 წლის საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობის მიღების შედეგად მოვიდა. ამ არჩევნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 34%-მა მიიღო მონაწილეობა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე.[12][13] 2007 წლის ზოგად არჩევნებში AKP-ამ ხმების 46,6% მიიღო, რითაც მანდატების უმრავლესობა შეინარჩუნა.[14]პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პარლამენტის წევრობა სავალდებულო არ არის, თუმცა უმეტესწილად ეს ასეა (ერთი გამონაკლისი იყო ქემალ დევრიში, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკის სფეროში 2001 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ;[15] ამჟამად ის გაეროს განვითარების პროგრამის პრეზიდენტია).[16]
საყოველთაო საარჩევნო უფლებები ორივე სქესის მოსახლეობისთვის ქვეყანაში 1933 წელს შემოიღეს, და ყოველი თურქეთის მოქალაქე, რომელიც 18 წლის ხდება, ავტომატურად იღებს ამ უფლებას. 2004 წლისთვის ქვეყანაში სულ 50 რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია იყო, რომელთა იდეოლოგია მერყეობს ულტრა მემარცხენეობიდან ულტრა მემარჯვენეობამდე.[17] კონსტიტუციურ სასამართლოს შეუძლია მოუხსნას რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს პარტია ანტისეკულარული ან სეპარატისტულია, ან საერთოდ აკრძალოს იგი.[18][19]
პარლამენტში 550 დეპუტატია, რომელთაც ოთხწლიანი მანდატით ირჩევენ პარტიული პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით 85 საარჩევნო ოლქიდან, რომლებიც 81 ადმინისტრაციულ პროვინციას წარმოადგენენ (სტამბოლი სამ საარჩევნო უბნად იყოფა, ხოლო ანკარა და იზმირი ორ-ორად მჭიდრო დასახლების გამო). პარლამენტში გადაჭარბებული პოლიტიკური ფრაგმენტაციის თავიდან ასაცილებლად დაწესებულია 10%-იანი საარჩევნო ბარიერი (მხოლოდ ის პარტიები იღებენ საპარლამენტო მანდატს, რომლებიც საყოველთაო არჩევნებში საერთო ხმების მინიმუმ 10%-ს იღებენ).[17] ამ მინიმუმის გამო 2007 წლის არჩევნებში პარლამენტში სამი პარტია მოხვდა.[20][21] მიუხედავად ამისა, ალიანსებისა და დამოუკიდებელ კანდიდატთა სისტემის წყალობით, პარლამენტი ამჟამად წარმოდგენილია შვიდი პარტიით. კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ, თუმცა დეპუტატობის მისაღებად 10%-იანი ბარიერი მათაც უნდა გადალახონ.[17]

No comments:

Post a Comment