Monday, April 23, 2012

თურქეთი (თურქ. Türkiye; ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა — Türkiye Cumhuriyeti), ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზემდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა ქვეყანა:ბულგარეთისაბერძნეთისაქართველოსომხეთიაზერბაიჯანი (ნახიჩევანი), ირანიერაყი და სირია. სამხრეთით თურქეთს ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით შავი ზღვა. ანატოლიას თრაკესგან აშორებს მარმარილოს ზღვა და თურქეთის სრუტეები (ბოსფორი დადარდანელი), რომლებსაც აზიასა და ევროპას შორის საზღვრად მიიჩნევენ, რის გამოც თურქეთი ტრანსკონტინენტური ქვეყანაა.
ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
თურქეთი დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა. მისი თანამედროვე პოლიტიკური სისტემა 1923 წელს ჩამოყალიბდამუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელიც მთავრობაში პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოვიდა. მას შემდეგ თურქეთი სულ უფრო მჭიდროდ ხდება ინტეგრირებული დასავლეთთან ევროპის საბჭოშინატო-ში, OECDOSCE და G-20-ში გაწევრიანებით. თურქეთმა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, იყო რა ევროპის ეკონომიკური საბჭოს ასოცირებული წევრი 1963 წლიდან და საბაჟოს კავშირის წევრი 1995 წლიდან. ამასთან ერთად, როგორც მეტწილად მაჰმადიანური ქვეყანა, თურქეთი აგრძელებს ახლო კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან, ისეთ ორგანიზაციებში წევრობით, როგორიცაა OIC და ECO. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კლასიფიკაციით თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, ხოლო პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომისტების შეფასებით ის რეგიონული ზესახელმწიფოა.

1 comment:

  1. Casino no deposit bonus codes | DrmCD
    Find out how 사천 출장마사지 to use our free bonus codes for slots and 의왕 출장샵 casino 전라북도 출장안마 bonus. No deposit casino bonuses 구리 출장마사지 are an important part of 남양주 출장샵 the gambling  Rating: 4 · ‎1 review

    ReplyDelete